პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში ჩავიდა, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა.
მისი თქმით, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია დროულად დარეგულირდეს.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებე საუბარი ნაადრევია:
"წინასწარ არ მინდა მიზეზებზე ვისაუბრო, გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველაფერს. არსებობს ბევრი ვერსია და ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს. მე მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ, თუმცა, წინასწარ არ მინდა დასკვნის გაკეთება. დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები." - თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა
დღეს ბათუმში 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ბათუმის კორპუსის ნანგრევებში კიდევ დაახლოებით 10-15 ადამიანია მოყოლილი, თუმცა ეს ინფორმაცია დაუზუსტებელია.